სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

საქართველო, თბილისი - 16:40 | 20.01.2016
ნანახია: 2729

კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში H1N1 ვირუსით. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი ბუთხუზის განმარტებით, ისინი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

დღეს ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო თათბირი გამართა.

"მეც მზად ვარ, რომ ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული ცხელებიან გამოძახებებზე და არ გაუშვან აკივლებული სასწრაფოები, როდესაც სადღაც ამ დროს კაცი კვდება. ცხელების გამოძახება, რომელიც არის არა რისკ ჯგუფის პაციენტებში, ამაზე არ უნდა გავიდეს სასწრაფოს სრულად აღჭურვილი ბრიგადა, არამედ მსუბუქი მანქანა, რომელშიც იქნება მხოლოდ ოჯახის ექიმი.

რეკომენდაციით და ბრძანებით მივმართავთ თბილისის და რაიონების სასწრაფოებს, მენეჯერები  ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავისი მანქანებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსებით იმგზავრონ. ამისთვის ყველას აქვს საკმარისი ხელფასი," - განაცხადა დავით სერგეენკომ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე