”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 270 მძევალი გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 13:15 | 20.01.2016
ნანახია: 1657

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 400 დაკავებულიდან 270 ადამიანი გაათავისუფლეს, რომლებიც სირიის ქალაქ დეირ-ეზ-ზორსა და მის შემოგარენში 16 იანვარს დაატყვევეს. სირიელი უფლებდამცველების თქმით, ტერორისტებმა ძირითადად ქალები, 14 წლამდე ბავშვები და 55 წელს გადაცილებული მამაკაცები გაათავისუფლეს.

თუმცა უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში ისლამისტებმა კიდევ 50-მდე მამაკაცი და მოზარდი მძევლად აიყვანეს. უფლებადამცველების ინფორმაციით, ტერორისტებმა ქალაქ დეირ-ეზ-ზორის შემოგარენში მდებარე სოფლებში 135 მშვიდობიანი მცხოვრები მოკლეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე