„მე-მედეა“ - სოხუმის თეატრი თეირანში მიემგზავრება

საქართველო, თბილისი - 12:55 | 20.01.2016
ნანახია: 3467

23 იანვარს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დრამატული თატრი  თეირანში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება. „მე-მედეა“ - ამ სპექტაკლით წარდგება საქართველო უცხოელი მაყურებლის წინაშე.

რეჟისორ სალომე ჯოგლაძის თვალით დანახული მედეა, თეატრალების დიდი მოწონება დაიმსახურა. ტრაგედი დრამაში გადავიყვანე, გვითხრა რეჟისორმა და როგორც აღმოჩნდა პატარა ე.წ. ექსპერიმენტმა გაამართლა კიდეც.

„მე-მედეა“ პირველად თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ითამაშეს. სწორედ ამ დღეს მიიღო თეატრის დასმა თეირანიდან მიწვევა. ფესტივალი ორი კვირის განმვალობაში გრძელდება, ქართველი რეჟისორის სპექტაკლს კი უცხოელი მაყურებელი 25-ში იხილავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე