”ისლამური სახელმწიფოს”მებრძოლებმა უძველესი ქრისტიანული ძეგლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 20.01.2016
ნანახია: 1573

”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა ერაყის ტერიტორიაზე უძველესი ქრისტიანული მონასტერი გაანადგურეს. ამის შესახებ ”ასოშიეიტედ პრესი” იუწყება.

წმინდა ილიას მონასტერი ერაყის ჩრდილოეთით სირიის საზღვარზე მდებარეობდა. ის 595 წელს ასირიელმა ბერმა ილიამ დააფუძნა.

თანამგზავრიდან გადაღებული ფოტო, რომელსაც ”ასოშიეიტედ პრესი” ფლობს, მოწმობს, რომ მონასტერი მიწასთან არის გასწორებული.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე