ლეონარდო დი კაპრიო დავოსის ფორუმზე გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 20.01.2016
ნანახია: 1863

მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე დააჯილდოვეს. მან Сrystal Award-ის პრემია გარემოს დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

მსახიობის მიერ დაარსებულმა ფონდმა Leonardo DiCaprio Foundation-მა 40 ქვეყანაში გარემოს დაცვის სფეროში 70 ინოვაციური პროექტის განვითარებისათვის 30 მლნ დოლარი გამოყო.

ფონდი ზღვის ფაუნისა და გადაშენების პირას მყოფი ცხოველთა სახეობების დაცვით არის დაკავებული.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 20-23 იანვარს იმართება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე