პაკისტანის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:53 | 20.01.2016
ნანახია: 1934

ჩრდილოეთ პაკისტანის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება. ტელეარხ Geo TV-ის ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი,დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს. მედიის ცნობით, ცხრა დაჭრილის მგომარეობა უკიდურესად მძიმეა. პოლიციამ ორი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა. ტერორისტების ზუსტი რაოდენობა უცნობია.


უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული. სპეცოპერაციაში ჩართულია სამხედრო ვერტმფრენიც. სამაშველო სამსახურის წრმომადგენელთა თქმით, არიან სხვა დაღუპულებიც, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია.

თავდასხმის დროს უნივერსიტეტში 3 ათასამდე სტუდენტი იმყოფებოდა. რექტორის განცხადებით, დაშავებულთა შორის სტუდენტები და პედაგოგები არ არიან. ინციდენტისას უნივერსიტეტში პოეზიის კონკურსი მიმდინარეობდა, რომელზეც 600 სტუმარი იყო მიწვეული.

როგორც ცნობილია, დღეს, ტერორისტები ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის უნივერსიტეტში შეიჭრნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ცეცხლი აუდიტორიებსა და საერთო საცხოვრებლის ოთახებში გახსნეს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთი გარდაცვლილისა და ექვსი დაჭრილის შესახებ.

ხაიბერ-პახტუნხვა პაკისტანის ერთ-ერთი უღარიბესი პროვინციაა. მის ტერიტორიაზე მოძრაობა ”თალიბანის” მებრძოლები მოქმედებენ.


 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე