იტალიელი რეჟისორი ეტორე სკოლა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:06 | 20.01.2016
ნანახია: 3053

ცნობილი იტალიელი კინორეჟისორი და სცენარისტი ეტორე სკოლა რომში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სკოლა თანამედროვე იტალიური კინოს მთავარ მეტრად არის აღიარებული.

ის ორჯერ იყო ნომინირებული ”ოსკარზე”. მოპოვებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის კანისა და ბერლინის კინოფესტივალებზე.

რეჟისორის ცნობილ ფილმებს შორის არის ”არაჩვეულებრივი დღე” სოფი ლორენისა და მარჩელო მასტროიანის მონაწილეობით, ასევე ფილმი ”ასე გვიყვარდა ერთმანეთი”.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მატეო რენციმ მწუხარება გამოთქვა ეტორე სკოლას გარდაცვალების გამო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე