ტერორისტებმა პაკისტანის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნეს

საქართველო, თბილისი - 09:50 | 20.01.2016
ნანახია: 1571

სამი ტერორისტი პაკისტანში ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის უნივერსიტეტში შეიჭრა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ცეცხლი აუდიტორიებსა და საერთო საცხოვრებლის ოთახებში გახსნეს. ვრცელდება ინფორმაცია ერთი გარდაცვლილისა და ექვსი დაჭრილის შესახებ.

პოლიცია ორი აფეთქების შესახებ იუწყება. ინციდენტის ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. უნივერსიტეტში დაახლოებით სამი ათასი სტუდენტი სწავლობს.

ხაიბერ-პახტუნხვა პაკისტანის ერთ-ერთი უღარიბესი პროვინციაა. მის ტერიტორიაზე მოძრაობა ”თალიბანის” მებრძოლები მოქმედებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე