ბიძინა კუჭავას მეუღლე და ადვოკატები თბილისის პროკურატურაში მისვლას აპირებენ

საქართველო, თბილისი - 09:30 | 20.01.2016
ნანახია: 1643

დღეს თბილისის პროკურატურაში 2 საათზე აპირებენ მისვლას რადიო საქართველოს ხმის დამფუძნებლის, ბიძინა კუჭავას მეუღლე და ადვოკატები. ისინი საგამოძიები უწყებისგან მასალების გადმოცემას ელოდებიან.

მათი თქმით, შეხვედრა თბილისის პროკურორის ინიციატივით დაიგეგმა. დაცვის მხარე გუშინ უკვე შეხვდა საქმის ერთერთ მთავარ მოწმეს დავით პოპოვს. ადვოკატების თქმით, ის შეხვედრაზე ფარული ჩამწერი აპარატით მივიდა, რაც მათ დამატებით ეჭვებს უქმნის.

ისინი ვარაუდობენ, პოპოვი უსაფრთხოების სამსახურის აგენტი იყო და შესაძლოა მათ პროვოცირებასაც ცდილობდა. მას შემდეგ კი რაც მიხვდნენ, რომ ის საუბარს იწერდა, პოპოვმა ადგილი დატოვა, თუმცა, როგორც აცხადებენ, წასვლამდე მათ განუცხადა, რომ კუჭავამ თავი მოიკლა.

მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვიდან დაუკავშირდა ბიძინა კუჭავას ნათესავი გოჩა კუჭავა და სთხოვა, ბიძინა კუჭავას დახმარებოდა. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

ადვოკატ ნათია კორკოტაძის თქმით, პოპოვებს დიდი წვლილი მიუძღვით ბიძინა კუჭავას მკვლელობაში.

„ეს არ იყო თვითმკვლელობა, ეს არის განზრახ მკვლელობა, რომელიც დაგეგმილი იყო პოპოვების და ალბათ სამართალდამცველი ორგანოების მიერ. მაშინ რატომ მოდის დამონტაჟებული ვიდეო თვალით?“ - აცხადებს ნათია კორკოტაძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე