საფრანგეთი კიდევ ერთელ გახდა ისლამისტური ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი - მაკრონი

საქართველო, თბილისი - 20:51 | 29.10.2020
ნანახია: 620

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ გახდა ტერირისტული თავდასხმის მსხვერპლი.

მაკრონი ნიცაში ჩავიდა, სადაც უცნობი პირი ნოტრ-დამის ბაზილიკთან მოქალაქეებს თავს დაესხა.

„ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთელ გახდა ისლამისტური ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი. დღეს დილით, ნოტრდ-დამის ბაზილიკში დაიღუპა ჩვენი სამი მოქალაქე“, - აღნიშნა მაკრონმა. 

BBC-ის ცნობით, თავდამსხმელმა ერთ-ერთ ქალს ყელი გამოჭრა, ფრანგული ტელეკომპანია BFMT-ი კი იუწყება, რომ დამნაშავემ მსხვერპლს თავი მოკვეთა. პოლიციამ დამნაშავე უკვე დააკავა.

ნიცის მერის ქრისტიან ესტროსის განცხადებით, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ თავდასხმა ტერორისტული აქტია.

მისივე თქმით, თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენისას ყვიროდა "ალაჰი დიდია".

მან მომხდარი აღწერა, როგორც ისლამური ფაშიზმის გამოვლინება.

"ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ აღმოვფხვრათ ისლამური ფაშიზმი მთელს ქვეყანაში”, - თქვა მერმა.

უსაფრთხოების მიზნით ქალაქში დროებით დაიხურა ყველა ქრისტიანული ეკლესია. ასევე მიიღება დამატებითი ზომები ამ ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მაკრონი 30 ოქტომბერს თავდაცვის საბჭოს მოიწვევს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე