ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს. ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტიანული მოვალეობა - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 20:20 | 29.10.2020
ნანახია: 517

ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს. ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტიანული მოვალეობა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ თავისუფლების მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ შემაჯამებელ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სიღნაღიდან რომ მოვდიოდი, საყვარელმა ჩვენმა ქალბატონებმა, ჩვენმა პარტიის წევრებმა, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებმა გამაჩერეს და მითხრეს, ბატონო გრიგოლ, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ ტრიბუნიდან, რომ არც ერთი საჯარო მოხელე, არც ერთი ადამიანი არ დაისჯება რევანშის გულისთვის, ჩვენ არავითარი შურისძიების განხორციელებისთვის არ მოვდივართ და ისე წავიყვანთ ამ ქვეყანას, რომ დამარცხებულად თავი არავინ არ იგრძნოს. ეს არის ჩვენი ქართული და ქრისტიანული მოვალეობა. ზუსტად ასე გავაკეთებთ და იმას, ვინც ჩვენს სამშობლოს რვა წელი სისხლი წოვა, ვის უძირო ჯიბეებშიც დაილექა ბიუჯეტის ფული, ვინც ჩვენს შვილებს მომავალი მოპარა, ქართველი ხალხის რისხვა და მორალური გაკიცხვა დაატყდებათ თავს. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული – ამ ლამაზ ქვეყანას, რომელიც უფალმა გვაჩუქა, უზარმაზარი მომავალი ელოდება. რადგან ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენთან არს ღმერთი. წინ, ნანატრი გამარჯვებისთვის, 31 ოქტომბერს არ დაიზაროთ ძალი და ღონე, არჩევნები მოგებული გვაქვს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე