"ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 29.10.2020
ნანახია: 525

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ქადაგიშვილს, COVID-19 დაუდასტურდა. ქადაგიშვილი ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

"მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა", - წერს ირაკლი ქადაგიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე