"ქართული მარში" რუსთავიდან თბილისში ოპოზიციის აქციაზე მომავალ ავტოკოლონას არ უშვებს

საქართველო, თბილისი - 17:24 | 29.10.2020
ნანახია: 416

"ქართულმა მარშმა" რუსთავიდან თბილისში შემოსასვლელი გზა გადაკეტა. მარშელები დედაქალაქში არ უშვებენ იმ ავტოკოლონას, რომელიც "ენმ- ძალა ერთობაშიას" შემაჯამებელ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოდის.

"ქართული მარშის" გამო მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია. პოლიცია გზის გახსნას ცდილობს, თუმცა მარშელები სამართალდამცველებს წინააღმდეგობას უწევენ.

ენმ- ძალა ერთობაშიას შემაჯამებელი აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე დღეს 18 საათზე უნდა დაიწყოს. აქციაზე დასასწრებად მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებიდან მხარდამჭერები დილიდან მოიდიან. 

თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. აქციის დასრულებისთანავე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.

ფოტო" მთავარი არხი


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე