მადრიდელებს ღამით მეგობრებთან შეხვედრა აუკრძალეს

საქართველო, თბილისი - 14:54 | 23.10.2020
ნანახია: 603

მადრიდის ავტონომიური გაერთიანების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების გამო მოქალაქეებს ღამით სხვა პირებთან შეხვედრა ეკრძალებათ. ინფორმაციას რეგიონის ჯანდაცვის სფეროს წრმომადგენელი რუის ესკუდერო ავრცელებს.

„გადაადგილების შეზღუდვა - საუკეთესო მოკავშირეა იმისთვის, რომ ამ ვირუსმა გავრცელება შეწყვიტოს. ამიტომ მივიღთ ზომები, რომელიც მიმართულია სოციალური აქტივობის შეზღუდვისკენ - უპირველესად ღამით. 00.00-დან 06.00 საათამდე შეიზღუდება სოციალური და ოჯახური შეხვედრები როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ადგილებში. მოქალაქეებს კონტაქტი ექნებათ მხოლოდ მათთან, ვისთან ერთადაც ცხოვრობენ“, - განაცხადა ესკუდერომ პრესკონფერენციაზე.

ამის გარდა დაწესებულია სხვა ზომებიც: ბარები და რესტორნები 23 საათამდე იმუშავებს, მაღაზიები ლი  22 საათზე დაიკეტება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე