დმანისში ჩვენი პარტიის ოფისთან გაისროლეს, არიან დაჭრილები - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 20:20 | 21.10.2020
ნანახია: 603

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ დმანისში "ქართული ოცნების" ოფისთან გაისროლეს, რის შედეგადაც ადამიანები დაიჭრნენ.

"დმანისში ჩვენი პარტიის ოფისთან იყო მძიმე პროვოკაცია, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, მაგრამ რეაქცია, რაც ჩვენი აქტივის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ, უმძიმესი იყო. მე როგორც ვიცი, გაისროლეს და ადამიანები არიან დაჭრილები. ასეთ დროს, უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო სამართალდამცველების მხრიდან. ამას არ აქვს გამართლება და არ შეიძლება რაიმე ფორმით შერბილდეს სანქცია დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. შესაბამისად, პასუხისმგებლობა უმკაცრესი უნდა იყოს,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე