თავდამსხმელმა კიდევ ერთი მძევალი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 19:45 | 21.10.2020
ნანახია: 440

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალის შენობა, რომელშიც თავდამსხმელია შეჭრილი, სავარაუდოდ, კიდევ ერთმა მძევალმა დატოვა.

შუახნის ქალმა ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.

ამ დროისთვის, შენობაში 18 მძევალი რჩება.

ზუგდიდში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ტერიტორიაზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც საპოლიციო ღონისძიებებს ატარებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე