თავდამსხმელი 500 000 დოლარს ითხოვს - "მთავარი არხი" მძევლების ოთახიდან კადრებს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 21.10.2020
ნანახია: 474

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეჭრილი გამტაცებლები 500 000 აშშ დოლარს ითხოვენ.

როგორც ერთ-ერთი მძევალი ტელეკომპანია "მთავარ არხთან" საუბარში აცხადებს, ოთახში მასთან ერთად კიდევ 18 მძევალი იმყოფება.

"შენობაში ვიმყოფებით 19 ადამიანი ერთ ოთახში, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული - ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება ამ სიტუაციის გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსცვერპლს, გამტაცებელი ითხოვს 500 000 დოლარს და სწრაფად რომ შემოვიდეს ვინმე შეუიარაღებელი და ვისაც აქვს მოლაპარაკების ლეგიტიმაცია. გამტაცებელი ჩემს გვერდით არის", - ამბობს მძევალი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე