ერთეულ შემთხვევებზე გაჰკიოდნენ ეკლესიებში არ წახვიდეთ, ქვეყანა კუბოებით აივსებაო, ახლა კი იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამოჭიმული - დავით ჭიჭინაძე

საქართველო, თბილისი - 17:21 | 20.10.2020
ნანახია: 414

ერთეულ შემთხვევებზე გაჰკიოდნენ კლესიებში არ წახვიდეთ, ქვეყანა კუბოებით აივსებაო, ახლა კი იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამჭიმული, - ამბობს პოლიტიკური მოძრობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ე.წ. ცნობილი ექიმების სამეული მუშკეტერები კი არა, დემაგოგები აღმოჩნდნენმ რადგან მათ ხელისუფლების ნიღბები მოირგეს.

„ხელისუფლების გასახმოვანებელი გაახმოვანეს და იმის მაგივრად, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვათ, „ოცნების“ მთავრობის ინტერესებს ემსახურებიან. „ეკლესიებში არ წახვიდეთ, თორემ ქვეყანა კუბოებით აივსებაო, რომ გაჰკიოდნენ მაშინ, როდესაც მხოლოდ ათეული შემთხვევა იყო, ახლა ათასებს გადავცდით და კი ვნახეთ როგორ იდგა მთელი მთავრობა სვეტიცხოველში გამოჭიმული. ანუ, დღეს აღარ არის საშიში ეკლესიაში სიარული, თუ საარჩევნოდ ასე აწყობთ და ასეა საჭირო?! ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როდესაც ადამიანები პროფესიონალიზმს დემაგოგიაში ცვლიან!

ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ისინი, ვინც ადამიანებს უნდა ემსახურებოდნენ, ფიცი აქვთ დადებული, სახელისუფლო ტყუილებში ჩაერთვნენ. თუმცა სათავისოდ ყველამ გადასარევი შედეგი დაიდო“, - ამბოსბ ჭიჭინაძე და აღნიშავს, რომ მათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რისი ყიდვაც უნდოდათ კანონებით გადაიფორმეს, რაც არა, მიიტაცეს, "პოლიკნინიკებს ვგულისხმობ თუნდაც"...


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე