ყირიმის დაბრუნება ჩემი მთავარი პრიორიტეტია - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 20.10.2020
ნანახია: 517

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის დამყარება დონბასში და ყირიმის დაბრუნება მისი მთავარი პრიორიტეტებია.

 „მშვიდობა დონბასში და ყირიმის დეოკუპაცია ჩემი მთავარი პრიორიტეტებია“, - განაცხადა ზელენსკიმ უმაღლეს რადაში ყოველწლიური გამოსვლისას.

მისი თქმით, ხელისუფლება ეძებს ქმედით ინსტრუმენტებს ტერიტორიების დასაბრუნებლად. მან აღნიშნა, რომ კიევი მუშაობს ყირიმის პლატფორის ფორმატზე უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებასთან დაკავშირებით. „მე უკვე განვიხილე ეს ინიციატივა ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. ბევრი მათგანი  ზად არის შემოგვიერთდეს და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღოს“, - განაცხადა ზელესკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე