რა უნდა გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ ეს მტრული ძალა სამუდამოდ აიკრძალოს ქვეყანაში - ღარიბაშვილი ოპოზიციაზე

საქართველო, თბილისი - 11:39 | 16.10.2020
ნანახია: 116

რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ეს მტრული ძალა სამუდამოდ აიკრძალოს ამ ქვეყანაში. მშვიდობა არ იქნება,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" გადაცემა "ნამდვილ რიცხვებში" დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მან "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს დავით ბაქრაძეს არარაობა უწოდა და აღნიშნა, რომ მოღალატე პოლიტიკოსები ხელისუფლებას აზერბაიჯანისთვის პრეტენზიის წაყენებაში ადანაშაულებენ.

“რეალურად, რაც ჩვენ გვესმის ახლა ამ ადამიანებისგან, მოაღალატე პოლიტიკოსებისგან... გამოდის ის, რა სიტყვა უნდა ვიხმარო ახლა, ბაქრაძე და თქვენ პრეტენზიას უყენებთ აზერბაიჯანსო? ომის დროს, ეს არარაობა მოსახლეობას მოუწოდებდა, გამოდით, ჩანგლებით დაიცავითო, გარბოდნენ თვითონ ეს... არ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ეს მტრული ძალა სამუდამოდ აიკრძალოს ამ ქვეყანაში. მშვიდობა არ იქნება, მეგობრებო, მუდმივი დესტაბოლიზაცია, მუდმივი ქაოსის მცდელობა ხდება ამ წლების განმავლობაში ”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე