დაარქვით სპეცოპერაცია, რეალურად, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:06 | 16.10.2020
ნანახია: 360

დაარქვით სპეცოპერაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. რეალურად, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინსტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "იმედის" გადაცემა "ნამდვილ რიცხვებში" დავით-გარეჯის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

"3 აპრილს ჩვენ ჩამოგვივიდა რუკები. ორიგინალი, რუსეთის არქივიდან წამოღებული, გამოტანილი. დაარქვით სპეცოპერაცია, რაც გინდათ, ის დაარქვით. რეალურად, ოკუპანტი ქვეყნიდან გამოვიტანეთ ეს რუკა და არა მარტო ეს რუკა. მე არ მაქვს უფლება, რომ გავამჟღავნო სხვა უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

მე ვფიქრობ, ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი სპეცოპერაციის დამგეგმავი, ინიციატორი და შემსრულებლები, როგორც მინიმუმ, მადლობას იმსახურებენ. ჩემთვის ბატონი დავითის ქმედება, რა თქმა უნდა, გმირობის ტოლფასია და მადლობა ეკუთვნის ამ ადამიანს იმ დიდი პატრიოტული საქმისთვის, რაც მან გააკეთა." - აღნიშნა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე