მარნეულში "მთავარი არხის" 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს თავს დაესხნენ

საქართველო, თბილისი - 23:04 | 29.09.2020
ნანახია: 496

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხნენ მარნეულში. არხის 2 ოპერატორსა და 2 ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი არხი" ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი, ის მძიმე მდგომარეობაშია და ადგილზე სასწრაფოს მისვლას ელოდება.

მათივე თქმით, დაზიანებულია "მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.

გავრცელებული ცნობით, მარნეულში "ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე