სოსო ჯაჭვლიანი: უნდათ რომ შეუსრულებელი დანაპირების გამო, ჯოხი ჩვენზე გადატეხონ

საქართველო, თბილისი - 13:26 | 15.01.2016
ნანახია: 3462

საპალამენტო უმრავლესობაში მიმდინარე შიდა დაპირისპირების შესახებ ხმამაღალი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს ფრაქციაქართული ოცნებისდიდი ნაწილი, თუმცა სოსო ჯაჭვლიანი გამოდგა ის, რომელმაც ხმამაღალი აღშფოთება გამოხატაქართული ოცნებისაღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმული მოსაზრების გამო, სადაც მან აქცენტი უმრავლესობის რიგებში მყოფი კოლეგები პროფესიულობის ნიშნით შეაფასა. მისი განცხადებით, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში სპორტსმენები და მსახიობები იმ რაოდენობით ვეღარ მოხვდებიან, როგორც ამჟამად არიან წარმოდგენილი. პრაიმნიუსჯორჯიასაპარლამენტო ფრაქციაქართული ოცნებისთავმჯდომარის მოადგილე, სოსო ჯაჭვლიანს ესაუბრა:

 

--ნო სოსო, ბოლო დღეებში ატეხილი აჟიოტაჟი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სახელისუფლებო კოალიციის შიგნით მიმდინარე პროცესების ანონსი იყო ის, რაც ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა და ასე მტკივნეულად მიიღეთ. პროფესიული აქცენტების გარეშე, ამ წლების განმავლობაში, თავად როგორ გრძნობთ თავს, პარლამენტის წევრობა თქვენი საქმეა?

-მე პარლამენტში მოსვლიდან სამი თვის თავზე, უკვე ცუდად ვგრძნობდი თავს, სულ ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნებია ჩასატარებელი, რადგან „ნაციონალებს“ 40 % არ ჰქონდათ, მათ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბეს. თავის დროზე კოალიცია იმისთვის შეიქმნა, რომ სხვა გამოსავალი არ იყო. ახლა აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ ზოგი ალთასაა, ზოგი - ბალთას. მაშინ მიზანი ერთი იყო, უნდა წასულიყო მანიაკი მიხეილ სააკაშვილი. კოალიციიდან გასვლის სურვილი ფრაქცია “ქართულ ოცნებაში” არსებობს და ეს ახალი ამბავი არ არის. ყოველ შემთხვევაში , მე ჩემი აზრი მაქვს და ჩემს აზრზე ძალიან ბევრი დგას. ასევე შესაძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ცალკე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ.

-„ქართული ოცნებისსაპარლამენტო შემადგენლობიდან მგონი პირველი აღმოჩნდით, ვინც საჯაროდ დაპურისპირდა საკუთარი პარტიის ერთერთ ლიდერს, არადა, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე არაერთხელ თქმულა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაში კოალიციის ამჟამინდელი შემადგენლობიდან ბევრი ვინმე ვეღარ მოხვდება. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილისადმი წერილის მიწერის ნაცვლად, ირაკლი კობახიძესთან პირადი საუბარი აჯობებდა?

-ეტყობა, ამ ყველაფრის უკან დიდი ჩანაფიქრია. მე საკუთარ თავზე არ ვლაპარაკობ და ეს თემა ფეხებზე მკიდია, ვისც არ ვუნდივარ, არც მე მჭირდებიან. მაშინ, როცა საქართველოს 80% ბუჩქებში იყო შემძვრალი, როცა ჟურნალისტები ეკითხებოდნენ, მიხეილ სააკაშვილის ერთი ნაკლი გვითხარითო და პასუხს ვერ სცემდნენ, ახლა ყველამ ენა ამოიდგა. უსინდისობაა, იმ სპორტსმენების, მსახიობების განაწყენება, ვინც თავისი სისხლით და ოფლით მოიტანა ეს ქვეყანა. სოსო ჯაჭვლიანი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მსახიობი, პარლამენტში მახვევიან 90% მსახიობები, თან უნიჭორები არიან და თან საქართველოშიც პოლიტიკოსებად არავინ სცნობს. ხომ შეიძლება, ეს ხალხი მეგობრულად, ადამიანურად არ გააღიზიანო და კოალიცია თუ ფრაქცია ჩვეულებრივად შეიკრიბოს. იმ შეკრებაზე თქვან, აბა, სახლებში წავედითო და ყველა წავა, ვინმეს კალთებს არ ჩამოახევენ. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას. ბიძინა ივანიშვილი არის ერთმნიშვნელოვანი ლიდერი და უნდათ, რომ მას აჩვენონ, თურმე, ხელს აი, ვინ უშლიდნენ. ე.ი. რა, ჩვენ ვუშლით მსახიობები და სპორტსმენები ხელს?! და თუ ჩვენ ვუშლით ხელს, პირადად ჩემს თავზე ვიტყვი, ასი წელი არავისთან არ მივალ და არ შევეტენები. დროს არ დავასახელებ, მაგრამ ამ შეხვედრას ყველა ესწრებოდა, ფრაქციის წევრებს შორის კამათი მოხდა და ბიძინა ივანიშვილს ვუთხარი, მე რომ თაფლად ვიქცე, ამათ ჩემთვის ვერდიქტი მაინც გამოტანილი აქვთ მეთქი და იცით, რა მიპასუხა? შენ ხომ არ გავიწყდება, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ხარო. მე ვუპასუხე, - მე კი არ მეშლება, ამათ ავიწყდებათ, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ვარ-მეთქი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, ვისთანაც საუბარი მიადვილდება. ფრაქციაში ყველანაირი დონის კამათი მოსულა, მაგრამ როცა შენი გუნდი გეტყვის, არ გვჭირდებიო, მეტი საქმე არა მაქვს, ვინმეს დავაძალო. მანამდე უფრო კარგი სახელი მქონდა, ვიდრე პარლამენტში შემოვიდოდი.

-თქვენ მართლა გჯერათ, რომქართულ ოცნებასსაზოგადოების მხარდაჭერა იმის ნახევარიც აღარ გააჩნია, როგორიც 2012 წელში ჰქონდა და ამის მთავარი მიზეზი თავად სახელისუფლებო კოალიციაშია?

-რაც ამ ხნის განმავლობაში ხდება, ის რომ არ აღდგა სამართლიანობა, არის უკიდურესი ეკონომიკური სიდუხჭირე, ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, ამ ყველაფერზე ხალხი გაგიჟდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის” გამოკითხვაში კარგად წერია, რომელ მაჟორიტარს რა პოზიცია უკავია. ნახონ, იქნებ, რამე გაიგონ, საერთოდ რაზე ლაპარაკობენ, რა პროფესიონალიზმის ნიშნით უდგებიან ესენი, ეკონომისტებმა და იურისტებმა ხომ ააშენეს ქვეყანა. პარლამენტი წარმომადგენლობითი ორგანოა და 2004 წელს ზვიადაური რომ ჩემპიონი გახდა, მთელი საქართველო ხომ ტიროდა? მარტო მისი ავტორიტეტი გადაწონის მთელ პარლამენტს, იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ასახელა და მსოფლიო ასპარეზზე გაიყვანა. როგორც ჩანს, ვიღაცეებს უნდათ, რომ „ქართულ ოცნებას“ ერთგული და პატიოსანი ჩამოაშორონ. 2012 წელში, როდესაც „ქართული ოცნება“ უმრავლესობაში მოვიდა, როგორც ჩანს, ამ შავბნელ ძალებს ჩანაფიქრი ჰქონდათ. ხომ შეიძლება, ეს ხალხი მეგობრულად, ადამიანურად არ გააღიზიანო და კოალიცია თუ ფრაქცია ჩვეულებრივად შეიკრიბოს. თქვან, სახლებში წავიდეთო და ყველა წავა. ადამიანი ცხენს ვერ მოერია და ბრძოლა უნაგირს დაუწყო, ასეა ამათი საქმე. არავისთვის კალთები არ შემომიხევია, გინდა თუ არა, პარლამენტში ვიყო-მეთქი, მე დამიძახეს და მივედი. ყველა მსახიობსა და რეჟისორს, ვინც პარლამენტშია, თავისი ისტორია აქვს, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც სიმართლეს ლაპარაკობდნენ და საკუთარი საქმის ერთგულები იყვნენ.

- ბიძინა ივანიშვილსადმი მიმართვაში აღნიშნავთ, რომ საქართველოში ყველაფერის სწავლა შეიძლება, მაგრამ სამ რაღაცას ვერ ისწავლი და ვერცოქსფორდიდა ვერცკემბრიჯივერ შველის, რადგან ერთგულებას, პატიოსნებას და სამშობლოს სიყვარულს არანაირი განათლება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, საქართველოს მოსახელობის ძირითადი ნაწილი ამ კატეგორიებს მოკლებულია და ამიტომ არის ქვეყანაში საქმე ცუდად?

-სოციოლოგებმა და დიდმა პროფესიონალებმა საქართველო მიწასთან გაასწორეს. პარლამენტში ჩვენ რომ არ ვიყავით, მანამდე კეთილდღეობა იყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა? თუკი აქტივობაზე, პროფესიონალიზმზე, ცნობადობასა და ავტორიტეტზეა ლაპარაკი, მაშინ, ჩვენს საქართველოს პოლიტიკური კუთხით, დედამიწის ზურგზე არავინ იცნობს. ყოველთვის, საქართველოს იცნობდნენ დიდი ხელოვანებით, დიდი მეცნიერებითა და დიდი სპორტით. საქართველოს ამათი სახით იცნობენ და ეს ადამიანები ნებისმიერ უცხოელს, მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ფეხზე წამოაყენებენ. ნახეთ, პროცენტულად, საქართველოს პარლამენტში ხელოვნებისა და სპორტის წარმომადგენელი რამდენი ადამიანია და სხვაგან რამდენია. საქართველოში ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. ე.ი. ვიღაცას ამათი ავტორიტეტი გულზე ხვდება.

- თქვენ კონკრეტიკას თავს არიდებთ, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ კოალიციის საარჩევნო სიების შედგენა დამოკიდებულია ბევრ საკითხზე, სადაც საკუთარი პრინციპული მოსაზრებები აქვთრესპუბლიკელებს“. არადა, სპორტსმენ-ხელოვანების მისამართით უარყოფითი დამოკიდებულებაქართული ოცნებისწარმომადგენელმა გაახმოვანა. ფიქრობთ, რომ გარკვეული შეთანხმებები კოალიციაში უკვე არსებობს და თქვენ საზოგადოებასთან ერთად მედიიდან შეიტყეთ?

 - საკითხი სხვანაირად დავსვათ. ვთქვათ, რომ ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რომ სპორტსმენები და მსახიობები აღარ უნდა მოხვდნენ საარჩევნო სიაში, მაგრამ პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამას მედიის საშუალებით რატომ ახმოვანებს თუ არ გინდა, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” რეიტინგი საბოლოოდ დაკარგოს?

-ბიძინა ივანიშვილმა წლის შემაჯამებელ ინტერვიუში თითქმის იგივე განაცხადა, თუმცა, თქვენი გაცხარება ამას არ გამოუწვევია. თქვენი აზრით, სინამდვილეში პარლამენტისშემოქმედებითი გუნდისგან გაწმენდა“ ვიწრო პარტიულ ინტერესს ხომ არ სცდება?

-ეს კითხვა ირაკლი კობახიძეს უნდა დაუსვათ, ისინი ჩვენი კოალიციის წევრები არიან. ხალხი, ვისზეც იგი ლაპარაკობს, პარლამენტში 4-5%- ს თუ შეადგენენ. ჩვენ ხომ მივდივართ ევროპისაკენ, იქ ვნახოთ რამდენი პროცენტია და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ. გარწმუნებთ, 10%-ზე ნაკლები თითქმის არსად არ არის, თუმცა, ამაზე არავინ არ საუბრობს ისეთი ფორმით, როგორც ჩვენთან. თუ ეს ხალხი დამნაშავეები არიან სამშობლოს წინაშე, მაშინ დავსაჯოთ. ჩვენ ხომ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და ასეთი ტიპის განცხადებები რას ნიშნავს, თუ არა პროფესიის დისკრიმინაცია. მე მაინტერესებს, ამ რეჟისორებმა, მსახიობებმა, ან სპორტსმენებმა პარლამენტში რომელიმე კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, თუ რა დაშავეს, ან საერთოდ ვის ინტერესებში შედის წინასწარ საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყოს პარლამენტში და ვინ არ უნდა იყოს. გუნდი ადამიანის ერთგული უნდა დარჩე, მაგრამ ასეთი რამ გაგიგია, რომ მთელი გუნდი მუშაობდეს, როგორ გადაგკიდონ შენი თანამებრძოლები. ჩემი შტაბის უფროსიდან დაწყებული, რომელიც გლდანის მაჟორიტარულ არჩევნებზე მყავდა, ჩემი დედ-მამიშვილებით დამთავრებული, არავისთვის მითხოვია მათი დასაქმება, 9 წელი უმუშევრები იყვნენ და ახლაც ასე არიან. ჩემი თანამებრძოლებიდან, ვინც ატესტაციები გაიარა, სამსახურებში ვერ მოხვდნენ. ეს ის ადამიანები არიან, ვინც თავი გაწირეს „ქართული ოცნების“ გამო. 2012 წელს, როდესაც წინასაარჩევნო პროგრამა იწერებოდა, სპორტსმენებმა დაწერეს? ახლა ისე უნდათ, რომ შეუსრულებელი დანაპირების გამო ჯოხი ჩვენზე გადატეხონ. რატომღაც მგონია, რომ ეს გეგმა თავიდანვე ჰქონდათ, მშვენივრად მახსოვს, „ბუსუსებიანი პრეზერვატივების შესახებ“ კანონპროექტზე საუბარი რომ დაიწყეს, მთელი საქართველო იცინოდა. სხვათა შორის, როცა მიდის კანონპროექტების განხილვა, ჩვენ ყველა ბოლომდე ვართ ჩართული სამუშაო პროცესში და თუ ვინმეს უნდა, რომ თავისი უნიათობა სხვას გადააბრალოს, ეს სულ სხვა ამბავია.

პრაიმნიუსჯორჯია, ხათუნა ხატიაშვილი

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე