კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 27-29 ოქტომბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 29.09.2020
ნანახია: 151

კანის 2020 წლის კინოფესტივალი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო, 27-29 ოქტომბერს შემცირებულ ფორმატში გაიმართება. ინფორმაციას ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი ავრცელებს.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი კინოსურათი 2020 წლის ოფიციალური პროგრამის 56 ფილმიდან: ემანუელ კურკოლის „ტრიუმფი“, ბრუნო პოდალიდესის „ნამდვილი დედები“, „ნაომი კავასი“, „ორი ალფრედი“ და დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“.

კონკურსისთვის ასევე შერჩეულია ახალგაზრდა რეჟისორების  მოკლემეტრაჟიანი ფილმები და სურათები Cinéfondation-ის პროგრამის ფარგლებში.

ჟიური, რომლის შემადეგენლობაც ჯერ არ გამოცხადებულა, ოქროს პალმის რტოს გადასცემს მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში და პრიზებს  Cinéfondation-ის პროგრამაში.

კანის მომდევნო კინოფესტივალი სრულყოფილად 2021 წლის 11-12 მაისს გაიმართება.

კანის ფესტივალი 2020 წლის 12-23 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსის პანდემიის გამო გადადეს. კონკურსისთვის შერჩეულ ფილმებს საორგანიზაციო კომიტეტი სხვა ფესტივალებზე აჩვენებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე