წნორის მოხუცთა თავშესაფარში 1 ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 16:30 | 28.09.2020
ნანახია: 452

წნორის მოხუცთა თავშესაფარში ერთ ბენეფიციარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 79 წლის მოხუცია.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირების წყარო უცნობია. მოხუცს სიმპტომები არ აქვს. ამჟამად თავშესაფარში 22 ბენეფიციარი იმყოფება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 2 054 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 31 გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე