სამართალდამცავებმა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 15.01.2016
ნანახია: 1495

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, გემის მიერ შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს. მოლდოვის დროშით მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს დაეკისრა ჯარიმა 65 000 ლარის ოდენობით და გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სამართალდამრღვევმა დაკისრებული ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა სრულად დაფარა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე