უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, აჭარის გარდა, სწავლა 19 ოქტომბრიდან აუდიტორიებში ​განახლდება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 28.09.2020
ნანახია: 435

უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში, აჭარის გარდა, სწავლა 19 ოქტომბრიდან აუდიტორიებში ​განახლდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"19 ოქტომბრიდან, უნივერისტეტები, პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, უშუალოდ აუდიტორიებში განაახლებენ სწავლასა და მუშაობას. მინდა, კიდევ ერთხელ ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს, მივცეთ შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში გააგრძელონ სწავლა",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე