საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 13:42 | 26.09.2020
ნანახია: 402

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 4960-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 4960 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1819 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 27.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836. ხოლო კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 781.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე