აზერბაიჯანში რეზერვისტების მოულოდნელი გაწვევა დაიწყო - BBC

საქართველო, თბილისი - 16:13 | 25.09.2020
ნანახია: 596

BBC-ის რუსული ბიუროს ინფორმაციით, აზერბაიჯანში რეზერვისტების მოულოდნელი გაწვევა დაიწყო. მათ კომისარიატებში იბარებენ და სამხედრო სწავლებებზე გზავნიან. გარდა ამისა, პოლიციას პიკაპის ტიპის პირადი ავტომობილები პირდაპირ ქუჩებიდან მიყავს და არმიის დასახმარებლად იყენებს. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ სიტუაცია უჩვეულოა, რადგან ქვეყანაში არც სამხედრო მდგომარეობა და არც საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადებულა.

მობილზაციისა და  გაწვევის სახელმწიფო სამსახური იუწყება, რომ აზერბაიჯანში სამხედრო რეზერვების მობილიზაცია დაიწყო. უწყების ცნობით, სამხედროვალდებულებს იწვევენ სამხედრო სწავლებებსა და სპეცდავალებებზე.

მოგვიანებით ადგილობრივ მედიას სახელმწიფო სამსახურში განუმარტეს, რომ საუბარია რეზერვის სამხედროების შეკრებაზე, რომლის დროსაც ისინი სამხედრო უნარებსა და ცოდნას აიმაღლებენ.

ამის გარდა, აზერბაიჯანის მცხიოვრებლები მედიის წარმომადგენლებს უყვებიან, რომ პოლიცია მათ პირად პიკაპის ტიპის ავტომობილებს ართმევს და სადგომზე გზავნის.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ პოლიციელები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. მათი ინფორმაციით, მანქანები თანამედროვე დიაგნოსტირებისთვის სჭირდებოდათ.

იმის მიუხედავად, რომ არც საყოველთაო მობილიზაცია და არც სამხედრო მდგომარეობა გამოცხადებულა, ადგილობრივები მაინც შეშფოთებულები არიან.

ბრიტანელი პოლიტოლოგი და კავკასიაში კონფლიქტების მკვლევარი ლოურენს ბროერსი დარწმუნებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომით არც აზერბაიჯანია დაინტერესებული და არც სომხეთი. „მიმდინარე წლის ივლისში და 2016 წლის აპრილში დავინახეთ, რომ საზღვრისპირა ლანდშაფტი და ინფრასტრუქტურა ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობას არ იძლევა. გაცილებით სავარაუდოა მცირე მასშტაბის ესკალაციები“, - ამბობს ლოურენს ბროერსი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე