პარიზში, ჟურნალ "შარლი ებდოს" ყოფილ შენობასთან თავდასხმა მოხდა - არიან დაჭრილები

საქართველო, თბილისი - 14:57 | 25.09.2020
ნანახია: 548

პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს ყოფილ შენობასთან, უცნობი პირი მოქალაქეებს ცივი იარაღით თვს დაესხა და ოთხი ადამიანი დაჭრა. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდასხმა 2015 წლის  7 იანვარს მოხდა. ძმებმა კუაშებმა 12 ადამიანი მოკლეს. ისინი ისლამისტურ შეძახილებს გაჰყვიროდნენ. აღსანიშნავია, რომ თავდასხმამდე, ჟურნალის ოფიციალური ტვიტერით ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაღდადის კარიკატურა გავრცელდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე