საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 54 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველო, თბილისი - 11:44 | 25.09.2020
ნანახია: 406

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 1 759-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 26 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –836.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე