დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 09:05 | 27.09.2015
ნანახია: 1887

დღეს, 27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.ჯვართამაღლება, ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია რომელიც აღინიშნება 27 სექტემბერს (ძველი სტილით 14 სექტემბერს).დღესასწაული ორ დღეს მოიცავს: „წინადღე პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა“ – როდესაც დაწესებულია მკაცრი მარხვა (26 სექტემბერი) და „მსოფლიო ამაღლება პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვარისა“.

დღესასწაული მეოთხე საუკუნეში დაწესდა. მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა დაკარგული ჯვარი ისევ მოიძიეს. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის დროს. კონსტანტინე დიდმა ჯვარის მოსაძიებლად იერუსალიმში გაგზავნა დედამისი, დედოფალი ელენე. ელენე დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს უფალმა მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით გააცხადა დაფარული. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა..მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაიწყეს სიწმიდის ამაღლება, მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა კი ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ.

წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე