გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მხარს უჭერენ - სერგეი ლავროვი
საქართველო, თბილისი - 12:43 | 18.09.2020 ნანახია: 653რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა დალაგდება, თბილისში უკვე გამოჩნდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენას ემხრობიან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტეელარხ RTVI-ის წამყვანთან თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობა აღდგება, დალაგდება. ვხედავთ, რომ გამოჩნდნენ ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. მართალია, ჯერჯერობით პატარა პარტიებია მმართველ ელიტაში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული ახლობლობა, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა. პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს ნორმალურ რელსებზე დაბრუნებას ხელი შეუშალონ, გაწბილებულები დარჩებიან“, - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, ამჟამად, საქართველოს მოქალქეებს რუსეთის ვიზის მიღება მარტივად არ შეუძლიათ, თუმცა ვიზის გაცემის შემთხვევების ჩამონათვალი გაფართოებულია.
მისივე თქმით, გასულ წელს მოსკოვი და თბილისი ახლოს იყვნენ უვიზო რეჟიმის შემოღებასთან, თუმცა ამას ხელი სერგეი გავრილოვთან დაკავშირებულმა სკანდალმა შეუშალა.
ლავროვს მიაჩნია, რომ საქართველოს უკრაინის მსგავსად იყენებენ, აძლევენ მოკლევადიან კრედიტებს , რაშიც მსოფლიო სავალუტო ბანკი დიდი როლს ასრულებს.
„ჩვენ არანაიარი მიზეზი არ გავქვს იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შენარჩუნდეს. ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი განგვიზრახავს. ყველას ახსოვს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები 2008 წელს. როგორ იმყოფებოდნენ იქ ამერიკელი ინსტრუქტორები და წვრთნიდნენ ქართულ არმიას. ამერიკელებმა მშვენივრად იცოდნენ - მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობის შესახებ, რომელმაც გათელა ყველა შეთანხმება და გასცა დანაშაულებრივი ბრძანება აფხაზეთისა და სახრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის გაჩაღებისა“, - აღნიშნა ოკუპანტმა ლავროვმა.
„მას შემდეგ, რაც დასრულდა ხუთდღიანი მშვიდობის იძულების სამხედრო ოპერაცია. ევროკავშირმა ექსპრტთა ჯგუფს შეუკვეთა სპეციალური მოხსენება, რომლისთვისაც შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი მიიწვიეს.
ის მინსკის პროცესით იყო დაკავებული, თუმცა მაშინ სთხოვეს, ექსპერტების ჯგუფისთვის ეხელმძვანელა, მათ გამოიძიეს 2008 წლის აგვისტოს სამხედრო კონფლიქტის დაწყების გენეზისი. დასკვნა ერთმნიშვნელოვანი იყო. ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა და ყველა სხვა საბაბი, რომლის გამოყენებასაც ცდილობდა - ის, რომ ვიღაცამ მისი პროვოცირება მოახდინა, ის, რომ მას ვიღაც გვირაბის ბოლოს ელოდებოდა, ეს ყველაფერი ეშმაკისაა“, - განაცხადა ლავროვმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა