უთავმოყვარეოა ორგანიზაცია, რომელმაც 27%-ისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 13:36 | 17.09.2020
ნანახია: 426

როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაციები შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ის ამბობს, რომ კვლევითი ორგანიზაციები CRRC და IPM არასწორ მონაცემებს აწვდიან NDI-სა და IRI-ს.
"მე არ ვიცი NDI-სა და IRI-ს კვლევები, მე ვიცი CRRC-ისა და IPM-ის კვლევები, რომლებიც არამარტო რეალობასთან, ერთმანეთთან არის აცდენილი. როდესაც ერთი კომპანია გიდებს 27%-ს და მეორე - 60%-ს, ამხელა სხვაობაა ერთმანეთში, იქ ბუნებრივია ციფრები თავის თავზე მეტყველებს.

CRRC და IPM არ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს მიაწვდიან სწორ ინფორმაციას. როდესაც რომელიმე კვლევითი ორგანიზაცია აცხადებს იმას, რომ 27%-ზე მეტისგან ვერ გაიგო, ვის უჭერს მხარს, ასეთი ორგანიზაციები შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ უთავმოყვარეოდ. ასეთი ორგანიზაციები აწვდიან მონაცემებს ჩვენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებს", - განაცხადა კობახიძემ.

CRRC და IPM წლებია, საქართველოში NDI-სა და IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევების ველს ატარებენ. დღეს, 17 სექტემბერს, IRI-მ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე