მე არაფერი დამავალოთ - ჯაფარიძე ნაციონალების კამპანიაზე

საქართველო, თბილისი - 16:10 | 16.09.2020
ნანახია: 202

მე არაფერი დამავალოთ, - ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ახალი კამპანიის - "დაავალე მიშას" საპასუხოდ დაწერა.

შეგახსენებთ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ კამპანიას "დაავალე მიშას" იწყებს. ამის შესახებ გუშინ, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

"ეს გულისმობს შემდეგს ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებას ხელისუფლების შემდეგ ნაციონალური მოძრაობისგან რა მოლოდინი აქვს, რა მოლოდინი აქვს ჩვენი პრემიერობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატები შემოივლიან ყველა სოფელს, რაიონს, შეხვდებიან თითოეულ ამომრჩეველს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომლებიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას.

ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სწორედ ეს თქვენი რჩევები იქნება მთავარი გზამკვლევი. ეს დავალებები გადაეცემა მიხეილ სააკაშვილს და ის თავად მოგახსენებთ გადაჭრის გზებზე. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქარველო, ძლიერი ოჯახებით. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია თქვენი ჩართულობა პროცესში", - აღნიშნა უდუმაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე