ხვალ ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კულტურის მინისტრი ჭიათურაში ჩადის

საქართველო, თბილისი - 12:09 | 13.01.2016
ნანახია: 3021

14 იანვარი ქართული თეატრის დღეა; ამ თარიღთან დაკავშირებით, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მასშტაბურ ღონისძიებას მართავს.

ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი, კახი კანდელაკი და გიორგი ბაქრაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონული თეატრების წარმომადგენლები  დაესწრებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე