კახა კალაძე: ენერგეტიკის სამინისტრო ყოველთვის მუშაობდა გამჭვირვალედ

საქართველო, თბილისი - 16:58 | 12.01.2016
ნანახია: 1581

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა სამუშაო ხასიათის შეხვედრა გამართეს ექსპერტებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის გაზმომარაგებისა და ,,გაზპრომთან’’ მოლაპარაკებების თაობაზე.

,,დღეს გვქონდა შეხვედრა ექსპერტებთან, იმ ადამიანებთან , ვისაც რეალურად ჰქონდათ სურვილი არსებულ სიტუაციას გაცნობოდა, თუ რა ხდება ბაზარზე, რა მდგომარეობაა, რა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. მე ვფიქრობ, ძალიან დადებითი შეხვედრა იყო. იყო კითხვები, რომლებსაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავეცით პასუხები. მე მივესალმები ზოგადად ასეთ შეხვედრებს. თუ მომავალშიც იქნება საზოგადოების ინტერესი არამხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ, სხვადასხვა მიმართულებებითაც ენერგეტიკის სამინისტრო ყოველთვის იყო მზად, მუშაობდა გამჭვირვალედ და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება.“- განაცხადა კახა კალაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე