ფეხბურთელ ოთარ კიტეიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 13:22 | 02.09.2020
ნანახია: 856

ავსტრიის „შტურმის“ ქართველ ლეგიონერს კორონავირუსი დაუდასტურდა და თბილისში მიმდინარე სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.

sturmnetz.at-ის ინფორმაციით, კორონავირუსი ორ ფეხბურთელს დაიდასურდა. "ფილიპ ჰუსპეკი და ოთარ კიტეიშვილი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობენ, რადგან მათმა ტესტებმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქართველმა ლეგიონერმა თბილისში მიმდინარე სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლა ვეღარ შეძლო.ის ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა შემდეგ მისი სხვა ფეხბურთელით შეცვლა მოუწია.

5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ტალინში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 8-ში კი თბილისში უმასპინძლებს ჩრდილოეთ მაკედონიას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე