ექსკლუზივი: თბილისის მერის პოსტს გიორგი (გრიგოლ) ლილუაშვილი დაიკავებს

საქართველო, თბილისი - 15:46 | 12.01.2016
ნანახია: 2865

”პრაიმნიუსჯორჯიას” ინფორმაციით, თბილისის მერის  მოადგილის გიორგი სოლომონიას ადგილს “ქართუ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე გიორგი (გრიგოლ) ლილუაშვილი დაიკავებს. როგორც სააგენტოსთან საუბარში წყარო აცხადებს,  ლილუაშვილი ნარმანის პირველი მოადგილე გახდება.

”დიდი ხანია ნარმანიას შემცვლელის ძებნა მიმდინარეობს და არჩევანი გიორგი ლილუაშვილზე გაკეთდა. პროცედურულად კი ასე მოხდება - ლილუაშვილი დაინიშნება მერის პირველ მოადგილედ, ხოლო მას შემდეგ რაც ნარმანია რაიმე მიზეზით საკუთრი სურვილით თანამდებგობად დატოვებს, მერის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე, ანუ ლილუაშვილი დაიკავებს. არ არის გამორიცხული თბილისის მერის არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად გაიმართოს. ნარმანიას თანამდებობის დატოვების მიზეზი კი, შესაძლოა, ოცნების ახალი საპარლამენტო სია გახდეს”, - აცხადებს ”პრაიმნიუსჯორჯიასთან”საუბარში წყარო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე