ნარმანიას მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 12.01.2016
ნანახია: 1576

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილე გიორგი სოლომონია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც კულუარებში ამბობენ, სოლომონიას გათავისუფლების მიზეზი უსახლკაროთა თავშესაფართან დაკავშირებული საკითხები გახდა. 

"თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულ პოსტს იგი 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა.

გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა", - განაცხადეს თბილისის მერიაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე