წერილი, სავარაუდოდ, დააწერინეს - თამარ ბაჩალიაშვილის დედა

საქართველო, თბილისი - 17:22 | 06.08.2020
ნანახია: 848

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ წერილი, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის გამოყენება შეუძლიათ, მის შვილს დააწერინეს.

"წერილი, სავარაუდოდ, იმათ დააწერინეს, ეს მზაკვრული გეგმა იყო. ეს ერთ და ორ დღეში არ ყოფილა, ხდებოდა თვეების განმავლობაში, ამ მზაკვრული გეგმის შემუშავება. ისიც იყო გამოკვლეული ჰქონდა თუ არა ჩემ შვილს ანგარიშზე თანხა. სავარაუდოდ, დააწერინეს. რამე რომ შემთხვეოდა, ოჯახი ისედაც გამოვიყენებდით თანხას, არ დაწერდა", - ამბობს თამაზაშვილი.

მისივე თქმით, თანხას, თამარი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებისთვის აგროვებდა.

"ზეგ-ის წარმომადგენელმა მითხრა, რომ ჩემი შვილი ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რომ საზღვარგარეთ ასეთი სამსახური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე აქ. მაგრამ აქაურობისთვის ნორმალური თანხაა. ჩემ შვილს არაფერში ვახარჯინებდი ფულს და მარტო პირადი ცხოვრებისთვის იყენებდა თანხას. დანარჩენ ფულს აგროვებდა, რადგან ევროპაში მაგისტრატურის გავლა უნდოდა", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე