თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილობას იწყებს

საქართველო, თბილისი - 12:54 | 06.08.2020
ნანახია: 800

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შიმშილს იწყებს. ამის შესახებ განცხადება თეონა თამაზაშვილმა პროკურატურასთან გააკეთა.

მისი განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში ფედერალური ბიურო უნდა ჩაერთოს.

"გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მატყუარები არიან, დარბიან, ალბათ ღამე არ სძინავთ, როგორ გაამყარონ თვითმკვლელობის ვერსია, იმას ცდილობენ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში.

ვიწყებ შიმშილს. არ ვეთანხმები შსს-ს დეზინფორმაციებს და ვითხოვ FBI-ის ჩართულობას", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.
ამასთან ის ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თამარ ბაჩალიაშვილთან სპეციალურად მიგზავნილი პიროვნებაა, რათა მას თამარი სახლიდან გაეტყუებინა.
„ბაჩანა ლობჟანიძეზე სრული პასუსხიმგებლობით ვაცხადებ, რომ ის არის ჩანერგილი პიროვნება. სპეციალურადაა მოგზავნილი. ყველაფერი არის ფოტოშოფი, მე არაფრის არ მჯერა. არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ ჩემი შვილი ბაჩანას მიერ იყოს გატყუებული სახლიდან", - აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე