აზერბაიჯანს შეუძლია სარაკეტო დარტყმები მიაყენოს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს - თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი

საქართველო, თბილისი - 19:29 | 16.07.2020
ნანახია: 1735

აზერბაიჯანს შეუძლია ზუსტი სარაკეტო დარტყმები მიაყენოს სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს, რაც მისთვის კატასტროფა იქნება,-  ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ვაგიფ დარგიაჰლიმ სომხური მხარის განცხადებაზე წყალსაცავზე იერიშის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მინგეჩაურის წყალსაცავის რაიონში რელიეფი, იქ ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოები, აგრეთვე აზერბაიჯანის არმიის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები სტრატეგიულ ობიეტქტზე თავდასხმის შესაძლებლობას მათ არ მისცემს.

 „ამასთან, სომხეთმა არ უნდა დაივიწყოს, რომ უახლეს სარაკეტო სისტემებს, რომელიც აზერბაიჯანის ძალების შეიარაღებაშია, შეუძლია ზუსტი სარაკეტო დარტყმა მიაყენოს მეწამორის ატომურ ელექტროსადგურს, რაც სომხეთისთვის კატასტროფა იქნება“, - ციტირებს დარგიაჰლის პორტალი Oxu.Az.

12 ივლისს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დრომდე გრძელდება.

ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა 11 აზერბაიჯანელი სამხედრო, მათ შორის გენერალი.

სომხური მხარის განცხადებით, დაღუპულია ორი და დაჭრილია ხუთი სამხედრო. აზერბაიჯანი და სომხეთი ვითარების გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

მამედიაროვის საგარეო სამქეთა პოსტს 2004 წლიდან იკავებდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე