12:00 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში ზარი 12-ჯერ დაირეკება

საქართველო, თბილისი - 09:45 | 21.09.2015
ნანახია: 2298

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს, 12 საათზე, საქართველოს ყველა ტაძარში ზარი 12-ჯერ დაირეკება.

ილია მეორე მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს მიმართავს, რომ ღვთისმშობლის შობის დღეს, 12:00 საათზე, წარმოთქვას ლოცვა ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო". 

”და ყველამ, სადაც არ უნდა იყოს იგი, უნდა თქვას დედაღვთისადმი სავედრებელი პატარა, მაგრამ ძლიერი ლოცვა: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე