დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:17 | 11.01.2016
ნანახია: 1997

69 წლის ასაკში გარდაიცვალა მომღერალი და კომპოზიტორი დევიდ ბოუი. ინფორმაცია მომღერლის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. ბოუი კიბოთი იყო დაავადებული.

„დევიდ ბოუი მისი ოჯახის გარემოცვაში კიბოსთან 18 თვიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. სანამ ბევრი თქვენგანი გაიზიარებს ამ დანაკარგს, გთხოვთ პატივისცემით მოეპყრათ მის ოჯახს ამ მწუხარების დროს“, - აღნიშნულია მომღერლის ოფიციალურ გვერდზე.

დევიდ ბოუი 1947 წლის 8 იანვარს დაიბადა. 40-ზე მეტი წელი მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობდა. მისი აღმასვლა 1972 წელს ალბომებით The Rise and Fall of Ziggy Stardust და the Spiders From Mars დაიწყო. მისი კარიერის მანძილზე ბოუიმ რამდენიმე ფილმშიც ითამაშა. 

მომღერალმა მისი 69-ე დაბადების დღე 2016 წლის 8 იანვარს მისი 29-ე ალბომით Blackstar აღნიშნა. 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე