კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 3 საკარანტინო სივრციდანაა, 5 კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია

საქართველო, თბილისი - 11:47 | 11.07.2020
ნანახია: 444

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 8 ახალი შემთხვევიდან 3 არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი ხუთი - არსებული დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები.

"გუშინ ქვეყანაში იყო 973 დადასტურებული შემთხვევა და დაგვემატა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი მხოლოდ ხუთით გაიზარდა – იყო 846 და გყავს 851. ამ დროისთვის კოვიდცენტრებში მკურნალობს 143 დადასტურებული პაციენტი. რვიდან სამი გახლავთ საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული, სამივე არის იმპორტირებული შემთხვევა, ხოლო დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტია, გუშინ და დღეს ცენტრში ახალი პაციენტი არ შეუყვანიათ და არც გამოჯანმრთელებულა. არსებული პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, დაავადების პროგრესირება არცერთთან არ შეინიშნება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

რაც შეეხება ინფიცირებულ აბიტურიენტს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე