აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობაზე - საბერძნეთის პრემიერი

საქართველო, თბილისი - 00:08 | 11.07.2020
ნანახია: 562

საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა დაგმო თურქეთის გადაწყვეტილება აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ  და განაცხადა, რომ ეს თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობას გავლენას მოახდენს.

 „საბერძნეთი მტკიცედ გმობს თურქეთის გადაწყვეტილებას აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება - ფაქტობრივად 85 წლის შემდეგ მისი მუზეუმად გამოცხადებიდან, შეურაცხყოფს მის უნივერსალურ ბუნებას“, - ნათქვამია მიცოტაკისის განცხადებაში.

პრემიერის თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე შეურაცხყოფს ყველას, ვინც ძეგლს მსოფლიო კულტურის მონაპოვრად მიიჩნევს.

„და რა თქმა უნდა, ეს გავლენას მოახდენს არამხოლოდ თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობაზე, არამედ თურქეთის ურთიერთობაზე ევროკავშირთან, იუნესკოსა და მთელ მსოფლიო საზოგადოებასთან“, - განაცხადა მიცოტაკისმა.

თურქეთის სახელმწიფო საბჭომ 1934 წლის გადაწყვეტილება აია სოფიას მუზეუმად გადაკეთების შესახებ გააუქმა. ამ გადაწყვეტილებისთანავე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანება ტაძრის მეჩეთად გადაკეთებისა  და იქ მუსლიმური ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე