შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 10:53 | 11.01.2016
ნანახია: 973

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-8 განყოფილების და უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ელგუჯა ჟ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, სამი მჭიდი და 19 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე