ინფორმაცია, თითქოს „შკოდას“ მარკის ავტომობილი იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად მივიდა ადგილზე, სიცრუეა - ვლადიმერ ბორცვაძე

საქართველო, თბილისი - 15:41 | 07.07.2020
ნანახია: 670

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გიროგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით , განაცხადა, რომ „შკოდას“ მარკის ავტომობილზე ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.

„გავრცელებული კადრები, რომელიც „შკოდას“ ფირმის ავტომობილს შეეხება, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. გამოძიებით დადგენილია, რომ ის კადრები, სადაც ვითომდა მოძრაობს „შკოდა“ და ავტომობილში ისვამს მოქალაქეებს, არის „ტოიოტა პრიუსი“ და არის ტაქსი. დადგენილია ამ ავტომობილის მძღოლი და ეს ფაქტი დასტურდება.

რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩემმა კოლეგამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგიობიანმა „შკოდას“ ფირმის ავტომობილით მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი გააგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. გელაშვილი იმ ღამით მორიგე არ იყო და დადასტურებულია, რომ იმყოფებოდა ქარელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე