ადგილი, სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა, დამწვარია - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 19:55 | 06.07.2020
ნანახია: 471

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ე.წ. ოქროს მოწმის, გურამ ამირხანაშვილის დამალვის ადგილი დამწვარია - როგორც არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, ის ჯიხურთან 5 ივნისს იმყოფებოდა.

გიორგი გელხაურის თქმით, მსგავსი შემთხვევები აჩენს ეჭვებს და უფრო ბუნდოვანს ხდის საქმეს, იმ ფონზე, როდესაც კითხვები უკვე არსებობს.

„მე გუშინ ვიყავი ამ ადგილზე და ჯიხური, რომელიც ამირხანაშვილმა ახსენა, ჯიხურის გვერდით ადგილი დამწვარია. საუბარი იმაზე, რომ იქ იმალებოდა ამირხანაშვილი - შეიძლებოდა იქ ყოფილიყო რაიმე მტკიცებულება, ან დნმ. მით უმეტეს, როცა არის ეჭვი, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. არ ვიცი, ზუსტად რომელ წერტილში იყო - მაგრამ იქ არის დამწვარი ადგილი და ეს ბუნდოვანებს სძენს საქმეს", - განაცხადა გიორგი გელხაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე